მეიქათონი – ურბანული ელემენტის პროტოტიპი

ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარებიის სააგენტომ“ კომპანია ,,იზი სოფტის“ თანაორგანიზებით 2016 წლის 1 სექტემბერს იდეების კონკურსი თემაზე – „შექმენი ურბანული ელემენტის პროტოტიპი“ გამოაცხადა.
შემოვიდა 100ზე მეტი განაცხადი და მეიქათონში 15 გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
„მეიქათონი“ 23-24-25 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბებში გაიმართა.
კონკურსისა და „მეიქათონის“ მიზანი თბილისზე მორგებული ურბანული ელემენტის პროტოტიპის შექმნა გახლდათ, რომელიც როგორც ვიზუალურად, ასევე ფუნქციურად მოერგებოდა ქალაქის პრობლემატიკას და შეიტანდა ინოვაციურ მიდგომას თბილისის კეთილმოწყობასა და განვითარებაში.

წარმოდგენილი 15 პროექტი სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა და სამი საუკეთესო იდეა გამოავლინა.
პროექტების გამოფენა და დაჯილდოვება სასტუმრო ბილტმორში გაიმართა სადაც გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ შემოსული იდეებიდან, შესაძლოა, ქალაქში რამდენიმე მათგანი რეალურად განხორციელდეს.