კონკურსი „SKIA“ – თემით „ვიზიტორთა ცენტრი ბაკურიანში“.

საქართველოს არქიტექტორთა კავშირის, მოთხილამურე არქიტექტორთა კლუბი სკიას, არქიტექტურული ფორუმის, Autodesk-ის ავტორიზებული აკადემიური პარტნიორი Easysoft-ის და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა არქიტექტურული კონკურსი „SKIA“ – თემით „ვიზიტორთა ცენტრი ბაკურიანში“.
გამოფენის შემდგომ მონაწილეებმა გამართეს საკუთარი პროექტების პრეზენტაციები, ორგანიზატორები კი მოსულ სტუმრებს იკანოს ღვინით გაუმასპინძლდნენ.
გამოვლინდა კონკურსში გამარჯვებული ჯგუფი – HEADROSSI. გამარჯვებულებას გადაეცათ პრიზები კომპანია HP-სგან, Easysoft- სგან და ასევე ინოვაციების სააგენტოსგან.

პროექტის ორგანიზატორები ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ მათ წარმატებას.