პროექტი ,,ქართული ფოლკლორი კომპიუტერულ თამაშებში“

სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ იდეების კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული, სახელოვნებო და საგანმანათლებლო ცენტრმა “arteast” და კომპანიამ “Easysoft” განახორციელეს 5 თვიანი სოციალური პროექტი ,,ქართული ფოლკლორი კომპიუტერულ თამაშებში“.
პროექტი გამიზნული იყო სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახების მოზარდებზე და ორიენტირებული მომავალში მათ დასაქმებაზე ინოვაციური მიმართულებით მომუშავე კომპანიებში.

19 დეკემბერს თბილისის საკრებულოს მთავარ დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2016 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. სადაც სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო ორგანიზაციები და პროექტები გამოავლინეს ამ სიაში ჩვენი პროექტი ,,ქართული ფოლკლორი კომპიუტერულ თამაშებში“ წლის საუკეთესო ინოვაციური პროექტად დაასახელეს.