EasySoft-Transp-onWhite

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ პირველი კომპანია საქართველოში რომლის მიზანია კრეატიული ინდუსტრიების უმაღლესი დონის პროფესიული ტრენინგებითა და თანამედროვე ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა.იზისოფტი დაფუძნდა 2013 წელს. ჩვენს მიერ დაგროვილი, მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარებისა და კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

ჩვენ ვმონაწილეობთ საქართველოში მიმდინარე წამყვან ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებში. ჩვენი მიზანია გავაცნოთ კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები და ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერეგვას ყოველდღიურ სამუშაო პროცეში.

საგანმანათლებლო აქტივობები

2014 წლიდან მხოლოდ ჩვენი კომპანია ფლობს აუტოდესკის ავტორიზებული აკადემიური პარტნიორის (Autodesk AAP) სტატუსს ამიერკავკასიის რეგიონში, რამაც მოგვცა ექსკლუზიური უფლება ჩავატაროთ აუტოდესკის მიერ ავტორიზებული ტრენინგები და გავცეთ შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატები. ჩვენ მუდმივათ ვმონაწილეობთ და თავადვე ვაწყობთ ღონისძიებებს, რომელიც ხელს უწყობს კრეატიული და ინოვაციური ინდუსტრიების პოპულარიზაციას და განვითარებას. ჩვენი მენტორების გუნდი დაკომპლექტებულია ამ სფეროში აქტიურად მომუშავე პროფესიონალებით, ისინი სწავლების პროცესში პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებენ მოსწავლეებს. სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს სწავლების ეფექტურობას. ჩვენი კომპანია გთავაზობთ ახალი ტიპის ტრენინგებს, რომელიც მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებს, ეხმაურება თანამედროვე მოთხოვნებს და დაფუძნებულია ლექტორების პრაქტიკულ გამოცდილებაზე.