საქართველოში პირველი Autodesk Authorized Training Center-ი გაიხსნა

საქართველოში პირველი Autodesk Authorized Training Center-ი კომპანია ,,იზი სოფტის“ ბაზაზე გაიხსნა!
2017 წლის 1 მარტიდან ჩვენი კომპანიის ბაზაზე ამუშავდება აუტოდესკის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი, რაც ჩვენს კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს ავტორიზებული ტრენერების დახმარებით მიიღონ ხარისხიანი განათლება და ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო, ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.
პირველი სერტიფიცირებული კურსები 14 მარტიდან აიღებს სტარტს!

პირველ ეტაპზე გაეშვება:

  • Autodesk 3D Max-ის I-დონის (საბაზისო) კურსი
  • Autodesk 3D Max-ის II -დონის კურსი
  • ,,არქიტექტურული ვიზუალიზაციის“ კურსი
  • ინდუსტრიული დიზაინისთვისა და ფაბლაბებისთვის შექმნილი Autodesk Fusion 360 კურსი.

ხოლო 2017 წლის სექტემბრიდან დაგეგმილია Autodesk Revit-ის სერტიფიცირებული კურსების გაშვება.
იქიდან გამომდინარე, რომ 2014 წლიდან იზისოფტმა მოიპოვა პროგრამების მწარმოებელი ყველაზე დიდი საერთაშორისო კომპანია Autodesk-ის ავტორიზებული აკადემიური პარტნიორის AAP სტატუსი ამიერკავკასიის რეგიონში, მოგვიწია მჭიდრო თანამშრომლობა Autodesk-თან სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა და აქტივობებში, რამაც 3 წლიანი მუშაობის შედეგად ჩვენი კომპანიისთვის უკვე Autodesk Authorized Academic Partner-თან ერთად Autodesk Authorized Training Center-ის სტატუსის მინიჭება განაპირობა.